კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ძალაშია
ეს გვერდი ქართულად აჯამებს აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. სრული, სავალდებულო ძალის მქონე ტექსტი ინგლისურენოვან ვერსიაშია.
01რას ვაგროვებთ
შენს ტელეფონის ნომერს და სახელს, რომელსაც რეგისტრაციისას შეიყვან, მანქანის არასავალდებულო დეტალებს (მარკა, მოდელი, წელი, VIN), შენს შეტყობინებებს ასისტენტთან, ასევე სესიის განმავლობაში წაკითხულ OBD მაჩვენებლებს, ხარვეზის კოდებსა და freeze-frame მონაცემებს. პაროლი არ არსებობს — შესვლა SMS-ით გამოგზავნილი კოდით ხდება.
02რისთვის გვჭირდება
ანგარიშის შესაქმნელად და შესვლისთვის, ასისტენტისთვის კონტექსტის მისაწოდებლად, სესიების ისტორიის შესანახად და აპლიკაციის სტაბილურობის გასაუმჯობესებლად. სარეკლამო პროფილირებას არ ვაკეთებთ.
03ვის ვუზიარებთ
ასისტენტის პასუხის მისაღებად საუბრის ტექსტი და თანმხლები მაჩვენებლები იგზავნება Anthropic-ის API-ში. შენი ტელეფონის ნომერი იგზავნება sender.ge-ში — ქართულ სერვისში, რომელიც შესვლის კოდს გაწვდის — და მხოლოდ ამისთვის. მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო ქსელებს არ ვუზიარებთ.
04სად ინახება
ტელეფონზე — ლოკალურ ბაზაში, ტოკენები კი მოწყობილობის დაცულ საცავში. სერვერზე სინქრონიზებული ასლი ინახება მხოლოდ იმ ხნით, რამდენ ხანსაც ანგარიში არსებობს.
05შენი უფლებები
ნებისმიერ დროს შეგიძლია ნახო, გაასწორო ან წაშალო შენი მონაცემები. ანგარიშის წაშლა აპლიკაციიდანვე ხდება და თან მიჰყვება მასთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერი.
06ბავშვები
აპლიკაცია არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ასაკის მომხმარებლისთვის და შეგნებულად არ ვაგროვებთ მათ მონაცემებს.
კონტაქტი
კითხვები კონფიდენციალურობაზე: hello@autoarea.ge